Tuesday, June 8, 2010

სასწავლო პროექტის გეგმა

პროექტის სახელი;
საქართველოს დაცული ტერიტორიები და ნაკრძალები.

პროექტის მოკლე აღწერა 1–2 წინადადებით;
მოსწავლეები გაეცნობიან საქართველოს დაცულ ტერიტორიებსა და ნაკრძალებს.

პროექტის სრული აღწერა;
კლასს დავყოფ 4 ჯგუფად და თითოეულ ჯგუფს შესასწავლად მივცემ რამდენიმე ნაკრძალს და დაცულ ტერიტორიას. მათ დავავალებ შეისწავლონ ნაკრძალების გეოგრაფიული მდებარეობა და იქ წარმოდგენილი მცენარეები და ცხოველები. საჭიროების შემთხვევაში დახმარებისთვის მიმართონ გარემოს დაცვის სამინისტროს და გეოგრაფიის ინსტიტუტს. მოპოვებულ ინფორმაციას ბავშვები წარმოადგენენ ჩანაწერების, ცხრილების და დიაგრამების სახით. ინფორმაციას განვათავსებთ ბლოგზე.
მოსწავლეებს შევაფასებ ჯგუფური სამუშაოს, პრეზენტაციის და ჩართულობის მიხედვით.

მონაწილეთა ასაკი;
მე–9 კლასი; 14–15 წელი.

ვადები/ხანგრძლივობა;
15 დღე.

პროექტის შესაძლო აქტივობები კლასში;

კლასში დავყოფ ბავშვებს ჯგუფებად.თთოეულ ჯგუფს მივცემ დავალებას და რუკებისა და წიგნების დახმარებით წინასწარ გნვიხილავთ შესწავლილ ობიექტს. ინტერნეტის საშუალებით მოვიძიებთ ენდემური, რელიქტური და გადაშენების პირას მყოფი მცენარეებისა და ცხოველების სურათებს, მივცემ მათზე ზოგად ინფორმაციას, რათა შემდგომი სამუშაოები უფრო მიმზიდველი და ეფექტური იყოს.


მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტი, რაც შეიძლება შეიქმნას;

ჯგუფები ინფორმაციას წარმოადგენენ ტექსტის, ფოტოების, ვიდეო მასალის,ცხრილების,დიაგრამების, რუკების სახით. ინფორმაციას განვათავსებთ ბლოგზე.

სარგებელი სხვებისთვის;
მოსწავლეებს უღვივდებათ ინტერესი საგნისადმი და ჩნდება მოტივაცია.

სამუშაო ენა;
ქართული.

მონაწილეები სხვა სკოლებიდან;
არ არიან.

საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი;
გეოგრაფია– განსაზღვრონ ეროვნული პარკებისა და ნაკრძალების გეოგრაფიული მდებარეობა.
ბიოლოგია–ეროვნულ პარკებსა და ნაკრძალებში დაცული მცენარეებისა და ცხოველების სახეობების შესწავლა.
პროექტის განხორციელებისას მიღწეულ იქნება ეროვნული სასწავლო გეგმით განსაზღვრული შემდეგი შედეგები:
გეო.IX.1. მოსწავლე რუკების და სხვა გეოგრაფიული საშუალებების (ფოტოები, გრაფიკები, ცხრილები, დიაგრამები და სხვა) დახმარებით ახასიათებს ადგილს, მოვლენასა და პროცესებს; ადგენს თემატურ რუკებს.
გეო.IX.2. მოსწავლე ახასიათებს და აანალიზებს საქართველოს ბუნებრივ პირობებს;
გეო.IX.4. მოსწავლე აანალიზებს საქართველოში გეოეკოლოგიური პრობლემების წარმოქმნის ბუნებრივ და ანთროპოგენურ წყაროებს.

პროექტის ავტორი;
ხათუნა ჯიმშიაშვილი

ავტორის ელ. ფოსტა;
xatunajimshiashvili@gmail.com

პროექტის ვებ–გვერდი/ბლოგი.
xatunajimshiashvili.blogspot.com

No comments:

Post a Comment